მთავარისიახლეებიპოლიტიკატერიტორიული კონფლიქტი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში

ტერიტორიული კონფლიქტი ხელს ვერ შეუშლის საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში

Published on

 ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში აცხადებს, რომ  ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო ნატო-ს წევრი  გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს. 

"2008 წლის კონფლიქტი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ართულებს. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არა, მაგრამ მაინც მოხდება", – განაცხადა აპატურაიმ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს გასატარებელი რეფორმები, რომელზეც მხარეები ამჟამად მუშაობენ. 

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ", – განაცხადა აპატურაიმ.

სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...