მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციამ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის ფოტოვიდეო მტკიცებულებები წარადგინა

ოპოზიციამ სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობის ფოტოვიდეო მტკიცებულებები წარადგინა

Published on

გაერთიანებულმა ოპოზიციამ  გაასაჯაროვა ფოტო მტკიცებულებები და ვიდეოკადრები რომლითაც დგინდება, რომ ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ და ამ პროცესს ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია ხელმძღვანელობდა.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სანდრა რულოვსის შეხვედრებზე ოპოზიციამ ფარული თვალთვალი დააფიქსირა და ვიდეოკამერით იმ მანქანის გადაღება დაიწყო, საიდანაც სანდრა რულოვსს უთვალთვალებდნენ, სწორედ ამ დროს გააგზავნა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა ა.კ. მესიჯი პოლიციის უფროსის მოადგილესთან "მაშინ გამოვალთ და გამოსასვლეთან დავდგებით, იქ გამოივლიან. გვიღებენ, აუუუ". მესიჯის საპასუხოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანმა მურღულიამ მისივე თანამშრომელს უპასუხა "ყლ… ჭამონ"
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამ სმს შეტყობინებით დადასტურდა, ის რასაც სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შეშინებული ხელისუფლება ზუგდიდში ოპოზიური კანდიდატის დევნისთვის ყველა მეთოდს იყენებს.
 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...