მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი არჩევნებს იგებს, ხელისუფლება წარმოუდგენელ პანიკაშია - ანი წითლიძე და...

სანდრა რულოვსი არჩევნებს იგებს, ხელისუფლება წარმოუდგენელ პანიკაშია – ანი წითლიძე და გიორგი პატარაია წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

Published on

ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცავების მიერ დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ანი წითლიძე და გიორგი პატარაია წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
 
ოპოზიციას და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების დროს მანუჩარ ჩხეტიასთან ერთად დააკავეს ოპოზიციის ორი წევრი, გიორგი პატარაია და ანა წითლიძე, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მათ დაკავებებში კი უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
 
პატარაიას და წითლიძის შეფასებით, ოპოზიციის წევრების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა, რადგან მმართველი ძალა აცნობიერებს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ.
 
„მთელი დღის განმავლობაში იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები, ეს ყველაფერი დაიწყო დილიდან, როდესაც ქალბატონ სანდრას ჰქონდა შეხვედრა სოფელ ჭითაწყარში, სადაც ადგილობრივებს ხვდებოდა და მოაგზავნეს კრიმინალები, ეცადნენ შეხვედრის ჩაშლას, არ გამოუვიდათ… მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა გარკვეულ პროვოკაციებს და ეს ერთადერთზე მიანიშნებს, რომ სანდრა რულოვსი იგებს ზუგდიდში, ხელისუფლება არის წარმოუდგენელ პანიკაში, მაგრამ ინდა დავარწმუნო, რომ ასეთი ქმედებები დაშინება, დაკავება ჩვენი წევრების ნამდვილად ვერ იმოქმედებს მათზე დადებითად,“ – განაცხადა გიორგი პატარაიამ.
 
ანი წითლიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან დაუცველი მოქალაქეები დაიცვან, ოპონენტების დევნით და თვალთვალით არიან დაკავებულები.
 
ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია იძაბება. სამართალდამცველებმა ოპოზიციის წევრები ინციდენტის დროს დააკავეს, რომელიც სოფელ ნარაზენში მოხდა.
 
დასახლებაში საარჩევნო შეხვედრებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იყო ჩასული, რომლის გადაადგილებას დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ.
 
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები შეეცადნენ, გაერკვიათ, ვინ იყვნენ უცნობები ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათი პოლიტიკური დევნა დაიწყო.

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...