მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პოლიციელების ჩართულობა სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის, ტერორისთვის, ხელისშეშლისთვის"- სანდრა რულოვსი პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება...

“პოლიციელების ჩართულობა სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის, ტერორისთვის, ხელისშეშლისთვის”- სანდრა რულოვსი პოლიციის სამმართველოსთან იმყოფება [Video]

Published on

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერე და "ევროპული საქართველოს"  წევრები იმყოფებიან. აქ იმყოფება მერობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსიც. მან ჟურნალისტებთან მომხრდაზე კომენტარი გააკეთა:
„ისინი უბრალოდ აპროტესტებდნენ რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ რეაგირებას“- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის სამი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსმა განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით იგი „აზრზე არ არის რას აბრალებენ დაკავებულებს“.
„მთელი დღე დავდიოთ ხალხთან შეხვედრებზე და დაგვზდევდა ერთი მანქანა. შიგნით იყო ორი ადამიანი. ჩვენ დავაფისიქრეთ ისინი, გავარკვიეთ ვინები იყვნენ, მანქანაც გადავიღე და აღმოჩნდა რომ ესენი იყვნენ პოლიციელები. დავურეკეთ სამართალდამცველებს და იმის მაგივრად რომ დაეკავებინათ ეს ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო მოქმედებაში იყვნენ შემჩნეული, ხელს გვიშლიდნენ ხალხთან შეხვედრაში, პროვოკატორებს გვეძახდნენ, ამის მაგივრად დააკავეს სამი ჩვენი ადამიანი. ისინი ვინც უბრალოდ მას აპროტესტებდნენ. ეს ძალიან მიუღებელი ფაქტია. პროვოკატორების და პოლიციელების ჩართულობა სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის, ტერორისთვის, ხელისშეშლისთვის, რადგან ჩვენ ხალხთან მიგვაქვს სიმართლე, ჩვენ ხალხს ვთავაზობთ განვითარებას, ვთავაზობთ გათავისუფლებას ამ მონობიდან. მანამ სანამ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდება ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ არ შეგვეშინდება“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
 
 
 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...