მთავარისიახლეებიმსოფლიოლონდონში სამართალდამცველებმა ,,ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

ლონდონში სამართალდამცველებმა ,,ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

Published on

მედიის ცნობით,დიპლომატიური მისიის შენობაში სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ეკვადორის ხელისუფლებამ 47 წლის ასანჟსს თავშესაფარი არ გაუგრძელა.   „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი საელჩოს, თითქმის, 7 წლის განმავლობაში აფარებდა თავს და ამ გზით ირიდებდა შვედეთში ექსტრადირებას, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.   ამ პერიოდში ასანჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკვადორს 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ჯულიან ასანჟის ექსტრადირებას ითხოვს შეერთებული შტატებიც, სადაც მას საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება.   დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა ეკვადორის პრეზიდენტ ლენინ მორენოს ჯულიან ასანჟისთვის დიპლომატიური თავშესაფრის უზრუნველყოფაზე უარის თქმისთვის მადლობა გადაუხადა.   „ჯულიან ასანჟი არ არის გმირი და არავინ დგას კანონის მაღლა. ის სიმართლისგან იმალებოდა წლების განმავლობაში. მადლობა ეკვადორს და პრეზიდენტ ლენინ მორენოს თანამშრომლობისთვის. ასანჟმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.   ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ ასანჟი ლონდონის პოლიციის ცენტრალურ სამმართველოშია გადაყვანილი და იქ იქნება, ვიდრე სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...