მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაქარა ჩცდ-დან და ბიძინა ივანიშვილი, იგივე ჭყონდიდელი, იგივე სამასმეერთე არაგველი და იგივე...

ბაქარა ჩცდ-დან და ბიძინა ივანიშვილი, იგივე ჭყონდიდელი, იგივე სამასმეერთე არაგველი და იგივე მესამე კაცი ფარნავაზისა და ქუჯის გვერდით. ,,გიჟია, გიჟი!” – აცხადებს გუბაზ სანიკიძე

Published on

გუბაზ სანიკიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს გიჟს უწოდებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფსიქიკურად დაავადებულია.
 
გუბაზ სანიკიძე ყოფილ თანაგუნდელზე საუბრისას ამბობს, რომ ოლიგარქმა ჩცდ-ს ბაქარ ორჯონიკიძეში საკუთარი თავი დაინახა.
 
"ფსიქიურად დაავადებულია, ექიმთან არის მისაყვანი. ეს არ არის არც სარკაზმი და არც ღადაობა. ადამიანი აღარ არ არის ჭკუაზე, დაუპირისპირდა მთელ სამყაროს, მარტო ქართველ ხალხს კი არა მთელი სამყაროს წინააღმდეგაა. არის გადასული ჭკუიდან. გამოავლინა შიშები, თურმე ეშინია ქუჩის აქციების, ეშინია სერიალების. რამდენი სერიალი გადის ჩვენთან?! – გადის ერთი – "ჩემი ცოლის დაქალები", იქ რომ არის პერსონაჟი – ბაქარა ორჯონიკიძე მასში საკუთარ თავს ხედავს. ეს ჩვენ ხომ არ დაგვიბრალებია. 
 
ახლა აპირებს საქართველოს ისტორიაზე ფილმის გადაღებას. მაგალითად ერთი იქნება – 301 და რატომ სამას ერთი – სამასი არაგველი არ იყო, უბრალოდ ერთი მძიმედ დაიჭრა და გადარჩა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
 
დავით აღმაშენებელზე გადაიღებს ფილმს. აღმაშენებელი გაზარდა ჭყონდიდელმა, მაგრამ ეს არის მაშინდელი ბიძინას ფსევდონიმი
 
. ფარნავაზი და ქუჯი ერისთავთან მიმართებით, იქ მესამე კაციც იჯდა, ბიძინა ივანიშვილი იყო, უბრალოდ ეგ ხომ თავმდაბალი კაცია და ინკოგნიტოდ დატოვა თავი ისტორიაში. ახალი წყაროები გამოჩნდნენ და სამნი ყოფილან თურმე – ფარნავაზი, ქუჯი და ბიძინა.
 
დიდგორში, 200 მხედარი რომ შეაგზავნა ილღაზის ბაზაშაში დავით აღმაშენებელმა ის ასმეთაური იყო ბიძინა, ცხენზე იჯდა, აბჯარი ეცვა, კარგი დასანახი იქნებოდა.
 
გიჟია, გიჟი, სამკურნალოა და სახიფათოა ქვეყნისთვის, ის არჩვენებით წასვლას არ აპირებს, ამას შეიძლება მთელი ქვეყანა შესწიროს"- განაცხადა "ნიუპოსტთან" გუბაზ სანიკიძემ

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...