მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაფულებას, რომ დარჩა...

“ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაფულებას, რომ დარჩა მარტო,გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება” – რომან გოცირიძე.

Published on

კაცი, რომელმაც დაკარგა რეალობის შეგრძნება – ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და ქვეყნის პრობლემა ბესელია-გედი-ჟორჟოლიან-ნაცვლიშვილ-ივანიშვილის დონეზე დაიყვანა, – ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
 
რომან გოცირიძის თქმით ,  ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან ერთი რამ იკითხებოდა – ის გაწირა ყველამ, ვისაც კი ჭკუა მოეკითხებოდა.
 
,,ეს იყო  შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია (ძმებმა „გრეჩიხებმაც“ კი). ისინი, ვისაც გუშინ აიდიალებდა – მაღრაძე, ხუხაშვილი და სხვა საყვარელი ადამიანები , დღეს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ შემოგზავნილები არიან. ის ყველამ გაწირა და  პოეტ თალაკვაძის, ჩაის მიმტან ზარდიაშვილის და ტვინისკოლოფა დეპუტატ კალისტრატე, იგივე კარლო კოპალიანის იმედად დარჩა. აღმერთებს მურუსიძეს და ფრიად აფასებს ვინმე ზარდიაშვილის ტვინის ხვეულებს. კ. – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
ხალხს თურმე მოლანდებები დასჩემდა – ისე ცუდად არ ცხოვრობენ ადამიანები, როგორც ეჩვენებათ. კიდევ ბევრი თვალმარგალიტი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა, როგორც სჩვევია, ყველაფერი წამოცდენებით დაფქვა. მაგალითად, ანაკლიის პროექტი არ ყოფილა მიმზიდველი და მოგება თურმე 30-40 წლის შემდეგ შეიძლება მიიღოს. ამას რომ ინვესტორს ეტყვი, ვინ უნდა მოჰკიდოს ამ პროექტს ხელი. 
 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...

უკრაინამ სოჭში ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ სოჭში Лукойл-ის ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე...

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...