მთავარისიახლეებიპოლიტიკაადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი და ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი და ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

Published on

ზუგდიდში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ზვიად გამსახურდიას თანამოაზრეებმა, საზოგადოებამ, ზუგდიდის მერობის კანდიდატმა პარტია ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან გიორგი შენგელიამ.  მათ ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი და  ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.,,9 აპრილი არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილს დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რომელიც უბრწყინვალეს გამარჯვებით დაგვირგვინდა. ქართველმა ერმა მოიპოვა თავისუფლება, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მე მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ღირსეული წინაპრების წინაშე და იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის. მადლობა მათ თავისუფლებისთვის!“ – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...