მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირიდან გაიქცა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირიდან გაიქცა

Published on

რატომ გაიქცა საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირიდან – სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტებებს არ აკეთებს. 
 
ლაშა ჟვანიას განცხადებით, არ იცის რატომ დატოვა პრეზიდენტმა რუსთაველის გამზირი უკომენტაროდ.  ჟვანია ჟურნალისტებს ურჩევს საკითხზე პრეზიდენტის პრესსპიკერს მიმართონ.
 
საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებს გაექცა. სალომე ზურაბიშვიილმა განცხადება არც 9 აპრილთან დაკავშირებით და არც უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა. 
 
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, რომლებიც პრეზიდენტს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი მივიდა. 
 
ზურაბიშვილმა აღნიშნულ საკითხზე მედიის მიერ დასმულ კითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია დაცვის დახმარებით დატოვა. 

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...