მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე არავის უცნობებია და დღევანდელ სხდომაზე...

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე არავის უცნობებია და დღევანდელ სხდომაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ

Published on

 
დეპუტატები არ ელოდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში კობა გვენეტაძე დღეს მივიდოდა., გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა 16 აპრილს გაიმართებოდა. 
 
უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატები დღეს იმას აპროტესტებდნენ, რომ მათთვის პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე არავის უცნობებია და დაირღვა რეგლამენტი, რომლის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ დეპუტატებს პირადად უნდა ეცნობოთ.
 
ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზეც შემთხვევით აღმოჩნდნენ.
 
“ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ დარბაზში სიტყვას რაიმე ფასი ჰქონდეს. 5 აპრილს, როდესაც პარლამენტის პლენარული სხდომა დამთავრდა, ჩვენ გვითხრეს, რომ მოსმენა 16 აპრილს გაგრძელდებოდა. დღეს აქ უბრალოდ ცხვრებივით შეგკვრიბეთ ისე, რომ შეტყობინებებიც არ გამოგვიგზავნეთ“, – მიმართა ირმა ნადირაშვილმა “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
 
ეკა ბესელიას თქმით, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მათთვის არავის მიუწოდებია. „ოცნების“ ყოფილი წევრი ასევე, აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარლამენტი ან თუნდაც, პარლამენტის თავმჯდომარე რეგლამენტს არღვევს.  
 
„მე მესმის, რომ არ არის სასიამოვნო ამაზე საუბარი, მაგრამ გაცილებით უფრო არასასიამოვნოა ახლა, როგორც გამოიყურება პარლამენტი და მე არ მგონია ეს რომელიმე ჩვენგანს არ აწუხებდეს. მგონია, რომ ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს. ისე ნიშნავს ბიუროს სხდომას, რომ რომელ საათზეც არის სასურველი პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ იწვევს და არ აქვს მნიშვნელობა რეგლამენტში რა წერია. ისე არღვევს რეგლამენტს კენჭისყრის დროს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ასეთი წინადადება მინდა შემოვიტანო – რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის დარღვევა არ შეიძლება. მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხევაში რეგლამენტის დაცვა ამ პარლამენტში არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რამ?“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
 
,,პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, ვინც ვალდებული იქნება, გააფრთხილოს დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
 
მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია ჰქონდა, ხოლო თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ამის შესახებ არ იცოდნენ, ეს ძალიან ცუდია და ისინი ინფორმაციას თავისით არ უნდა იძიებდნენ.
 
„დამოუკიდებელ დეპუტატებს შეიძლება, მართლაც არ მიუღიათ შეტყობინება. მე ვიცოდი, გამოცხადებულიც იყო და მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოდიოდა. ფრაქციის წარმომადგენლები სულ რეკავდნენ და კითხულობდნენ, ხომ დაესწრებითო. ძალიან ცუდია რაც ახლა ითქვა, რომ ინფორმაციას არ გვაწვდიანო. ასე დატოვებული დამოუკიდებელი დეპუტატები, რომ ინფორმაცია თავისით უნდა მოიძიონ, ეს არ შედის დეპუტატის უფლება-მოვალეობაში, მით უმეტეს, როცა რიგგარეშე სხდომა იმართება. ასე რომ, მე მგონი, ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსაკვეთია. პასუხისმგებელი პირი უნდა გამოიკვეთოს, ვინც ვალდებული იქნება, გააფრთხილოს ეს ხალხი", – განაცხადა ქანთარიამ.
 
,,ძალიან სამწუხაროა, რომ თავად ირაკლი კობახიძე მალულად წავიდა მივლინებაში და თქვენ შეგატოვათ პასუხისმგებლობა, რომ არაუფლებამოსილი სხდომა წაიყვანოთ,“ – ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიმართა. ბოკუჩავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მიზეზი დეპუტატების მიერ პულტის ღილაკების ვერ გარჩევაა, სირცხვილია.
 
„მოგმართავთ თქვენ, როგორც სხდომის წამყვანს, რომ დღევანდელი სხდომა გაუქმდეს, მით უმეტეს თუ სხდომის დღეს ჩატარების მიზეზი ის არის, რომ ბატონი გვენეტაძე მივლინებაში აპირებდა წასვლას. მე მგონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხალხის წინაშე მეტი პასუხისმგებლობა ავალია, რომ პარლამენტში მოვიდეს მაშინ, როდესაც სხდომა იქნება უფლებამოსილი. თავისთავად, ის, რომ რიგგარეშე სხდომა ინიშნება იმის გამო, რომ დეპუტატები პულტის ღილაკებს ვერ არჩევენ, ჩემი აზრით, სირცხვილია და ამ მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინოა პარლამენტარიზმის ისტორიაში,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ
 
აღნიშნულ თემაზე დისკუსიის მიუხედავად, პრეზიდენტის აქტით მოწვეული რიგგარეშე სხდომა მაინც გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მივლინებაში იმყოფება, სხდომას კი გიორგი ვოლსკი უძღვება.
 
 

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...