მთავარისიახლეებისაზოგადოებაარტ გალერეაში ჟურნალ «ზუგდიდი p.s.»-ის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

არტ გალერეაში ჟურნალ «ზუგდიდი p.s.»-ის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

Published on

არტ გალერეაში ჟურნალ  «ზუგდიდი p.s.»-ის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ჟურნალის რესპოდენტები, რომლებმაც ისაუბრეს მათ ისტორიებზე, შემოქმედებით ცხოვრებაზე და გაწეულ საქმიანობებზე. ჟურნალის რედაქტორის სალომე ნაჭყებია-ხარებავას თქმით, ჟურნალი პერიოდულობას ვერ იცავს, რადგან კომერციულია. «პირველი ჟურნალის გამოცემა თანადაფინანსებით მოხდა. მერიამ დაგვიფინანსა, მას შემდეგ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ მუშაობას, სწორედ, ამიტომაც ვერ ვიცავთ პერიოდულობას. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჟურნალმა დიდი საქმე გააკეთა, თუნდაც იმ საინტერესო ადამიანების აღმოჩენებით, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა.»  ჟურნალის ერთერთმა რესპონდენტმა თეა ქარდავამ, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, გაიხსენა დევნილობის ურთულესი წლები, მისი თქმით,ზუგდიდმა დევნილებს ღირსეულად უმასპინძლა და თავადაც მუდამ იბრძოლებს უკეთესი ზუგდიდის მშენებლობისათვის. თეა ქარდავამ გაიხსენა ჟურნალი «ზუგდიდელებიც», მისი თქმით, სწორედ ამ ჟურნალში შედგა მისი დებიუტი. საუბრის ბოლოს მან   წაიკითხა ლექსი აფხაზეთზე.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილ იყო დიზაინერ მარინა თოლორდავას ქართული ნაციონალური სამოსის დეფილე. ქალბატონი მარინა ამბობს, რომ თავის საყვარელ საქმეს უკვე 30 წელიწადია აკეთებს, ამის გარდა, წერს ლექსებს. ისიც აფხაზეთიდან დევნილია.  შემოქმედმა შეხვედრაზე ლექსი აფხაზეთზე წაიკითხა. მარინა თოლორდავა ამბობს, რომ აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. ’’ყოველთვის ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებს ახალი შტრიხები დავამატო, რაღაც ორიგინალური, განსახვავებული. დღეს შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო აფხაზური, მოხევური, მთიულური, ქართული და აჭარული სამოსი, ასევე საღამოს კაბები. შეხვედრას მუსიკალურად აფორმებდა მარინა თოლორდავას სიძე -ქალიშვილის ქმარი,  იტალიელი მუსიკოსი ჯერარდო დელიკარი.

 

zugdidelebi.ge

სიახლეები

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...

გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...