მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს

Published on

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს- ამის შესახებ  "ოდიშინიუსს" საოლქო საარჩევნო კომისიაში სიჭინავას წარმომადგენელმა გია ტუღუშმა დაუდასტურა. „მოვაგროვეთ 1800 ხელმოწერა, შეგვაქვს საოლქოში და ვრეგისტრირდებით“- განაცხადა გია ტუღუშმა. 
ზუგდიდში მოქმედი კანონმდებლობით მერის რიგგარეშე არჩევნები 2019 წლის მაისს გაიმართება. ზვიად სიჭინავა მერობის მსურველი დამოიკუდებელ კანდიდატებს შორის ერთ-ერთია, ის აცხადებდა, რომ მზად იყო ნებისმიერი პარტიისგან მიეღო შემოთავაზება არჩევნებში მონაწილეობაზე, თუმცა როგორც სიჭინავამ განაცხადა, არც მმართველი პარტიიდან და არც ოპოზიციიდან  მსგავსი წინადადება არავის შეუთავაზებია, ამიტომაც გადაწყვიტა კენჭი ეყარა დამოუკიდებლად. ის ერთხელ უკვე იყო მერობის კანდიდატი ზუგდიდში, 2017 წლის არჩევნებში ზვიად სიჭინავა საინიციატივო  ჯგუფმა წარადგინა.
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...