მთავარისიახლეებიპოლიტიკაფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" თავმჯდომარე მერის ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ფრაქცია “ზუგდიდის მომავლისთვის” თავმჯდომარე მერის ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს

Published on

გუშინ, ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას მიერ საკრებულოსთვის წარდგენილ 2015 წლის მუშაობის ანგარიშს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" თავმჯდომარე ლაშა ფარცვანია სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო Odishinews უცვლელას გთავაზობთ: " მსურს გამოვეხმაურო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გუშინდელ ანგარიშს. 2015 წლის განმავლობაში გვქონდა უამრავი შენიშვნა მერიის სხვადასხვა სამსახურების მიმართ. გვქონდა შენიშვნები ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით. არ გამოცხადდა ესკიზის კონკურსი და სარეკონსტრუქცია სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ. გვქონდა შენიშვნები ქალაქის ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენი პრინციპული პოზიციის შედეგად შეიცვალა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ზომის ბანერების განთავსება მცირე ზომის ლაითბოქსებით.სატენდერო მოთხოვნით უნდა განთავსებულიყო მაღალი ხარისხის ბანერები, თუმცა ყველა თვალნათლივ ხედავთ უკვე განთავსებული ბანერების ხარისხს. აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ქალაქის ცენტრში ტროტუარების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. თვალში საცემია უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოები. საინტერესოა ექსპერტიზის რომელმა ბიურომ შეაფასა და დადო დასკვნა „შესრულებულ“ სამუშაოზე. გვაქვს ლეგიტიმური კითხვები ჩატარებულ ტენდერებთან დაკავშირებით. რატომ იგებს ტენდერში ისეთი კომპანია, რომელსაც კონკრეტული სამუშაოების ჩატარების არანაირი გამოცდილება არ გააჩნია. გამარჯვებულ კომპანიას უმეტეს შემთხვევაში უწევს ქვეკონტრაკტორთან ხელშეკრულების გაფორმება სამუშაოს შესასრულებლად. რატომ ხდება, რომ მერია ხშირ შემთხვევაში ითხოვს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირდაპირი შესყიდვის წესით ხელშეკრულების გაფორმებას და უმეტეს შემთხვევაში ხელშეკრულება ფორმდება 10 და მეტი დღის შემდეგ, როცა გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერს სჭირდება ბევრად ნაკლები დრო?! 2015 წლის განმავლობაში ჩატარდა გადახურვითი სამუშაოები, რომელთა უმეტესობა განხორციელდა პირდაპირი შესყიდვის წესით. ჩატარებული სამუშაოების ხარისხი იმდენად დაბალი იყო, რომ ზოგიერთ კორპუსს დღესაც აწვიმს. კონკრეტული მაგალითი, ლევან II დადიანის ორივე კორპუსის საუხრავი მთლიანად შეიცვალა, თუმცა ჩვენი უშაუალო ჩარევის და მრავალგზის შეკეთების მიუხედავად დღესაც აწვიმს. ერთ წელზე მეტია თავი ვერ მოება შუქნიშნების განთავსებას. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება ქალაქის სხვადასხვა ადგილას შუქნიშნების განთავსების შესახებ დღემდე შეუსრულებელია. ყოვლად მიუღებელი იყო მერიის სირქლემას პოზიცია ბაზრის მოვაჭრეთა, ავტობუსებისა და მიკრო ავტობუსების მძღოლების შრომის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც მიუთითებს მერიის სხვადასხვა სამსახურების უმოქმედობაზე, რაც ძირითადად განპირობებულია საქმისადმი გულრგილი დამოკიდებულებით და საჯარო მოხელეთა არაპროფესიონალიზმით. აქედან გამომდინარე ჩვენ, „თავისფალი დემოკრატები“ მერიის მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებს ვაფასებთ უარყოფითად." – ნათქვამია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდის მომავლისთვის" თავმჯდომარის ლაშა ფარცვანიას განცხადებაში.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...