მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი იმ მდინარესთან მივიდა, საიდანაც გელა როსტობაია გაიტაცეს

სანდრა რულოვსი იმ მდინარესთან მივიდა, საიდანაც გელა როსტობაია გაიტაცეს

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოფელ შამგონაში როსტობაიების ოჯახში იმყოფებოდა.. რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ გატაცებულის მშობლებთან ერთად ის მდინარის პირასაც მივიდა, საიდანაც გელა როსტობაია თევზაობისას გაიტაცეს. გელა როსტობაიას მშობლები და შამგონელები ჩივიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გაცილებით დაუცველად გრძნობენ თავს. სანდრა რულოვსმა იმედი გამოთქვა რომ გელა ღურწკაია მალე დაუბრუნდება ოჯახს. რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცების მორიგ ფაქტს მან რუსეთის მორიგი პროვოკაცია უწოდა და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან დათმობის პოლიტიკისა და საკუთარი მოქალაქეებისადმი გულგრილობის გამო გააკრიტიკა. სანდრა რულოვსმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო ტრიბუნებიდან სულ უფრო ნაკლებად ისმის ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დაუცველს გვხდის რუსეთის წინაშე.ინფორმაციას პრესსსახური ავრცელებს

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...