მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად უკეთეს რეალობაში იცხოვრებს"- გეგა შენგელია "ქართულმა ოცნებამ" მერობის...

“ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად უკეთეს რეალობაში იცხოვრებს”- გეგა შენგელია “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა

Published on

„ქართული ოცნების“  ზუგდიდის მერობის კანდიდატი  გიორგი შენგელია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოფიციალურად წარადგინა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ,,ქართული ოცნების,,  პოლიტიკურმა მდივანმა კახი კალაძემ, ირაკლი ღარიბაშვილმა. გიორგი შენგელიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ხალხთან ერთად იზრუნებს ზუგდიდის უკეთესი მომავლისთვის და განახორციელებს ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც დაგეგმილი და დაწყებულია.„დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, განვახორციელებთ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს“-განაცხადა გიორგი შენგელიამ. 
"მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში. მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს. ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად უკეთეს რეალობაში იცხოვრებს", – მიმართა მერობის კანდიდატმა შეკრებილებს.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...