მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

Published on

 
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო „ზოგადი განათლების შესახებ” კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდება, მესამე მოსმენით 16 აპრილის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
 
„სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ საშუალება არ მოგვეცა, ერთი საათი კანონპროექტის კენჭისყრისთვისდაგვეთმო. პირობას გაძლევთ, რომ კანონპროექტის განხილვა 16 აპრილს დასრულდება და როგორც დაგეგმილი იყო, მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები არ ჩატარდება და კანონის დონეზე საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის დუბლირება აღმოფხვრილი გვექნება.
 
კანონპროექტის ჩაგდების გამო საზოგადოების რეაქციას ვიზიარებ, თუმცა მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სანამ პარლამენტი საქმიანობას თბილისში მდებარე პარლამენტში გააგრძელებდა, ქუთაისში მსგავსი პრობლემები არ იყო. ტექნიკური პრობლემა ნამდვილად არის, სხდომათა დარბაზში ხმაურია”, – განაცხადა ჯაშმა.
 
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა.

სიახლეები

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა რეფორმები უნდა გააგრძელონ, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის მიმართულებით, — ამის შესახებ...

საპატრიარქო: სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა

საქართველოს საპატრიარქო სამთავროს მონასტერში რუსულ ენაზე ლიტურგიის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს,...

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს – ტრამპი

ზელენსკი არ არის კარგი ადამიანი, ვისთანაც საქმის დაჭერა ღირს... ისინი არ აპირებენ ზელენსკისთან...

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი

აშშ-ის სკოლაში სროლის შედეგად 4 პირი დაიღუპა, მათ შორისაა 3 ბავშვი - როგორც Reuters...