მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: ,,თუ ერთ თვეში არ დასახელდა პირველწყარო, საგანგებო განცხადებას...

ეკა ბესელია: ,,თუ ერთ თვეში არ დასახელდა პირველწყარო, საგანგებო განცხადებას გავაკეთებ და სახელს დავარქმევ ყველაფერს”

Published on

,, თუ ამაზე არ იქნება პასუხი, ხელისუფლებისთვის ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება. ამიტომ, მე მათ ვურჩევ, რომ ამ კითხვაზე პასუხი დროულად დადონ'' – განაცხადა  დეპუტატმა ეკა ბესელიამ  პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით
 
 ის ითხოვს პასუხს კითხვაზე, ვინ იყო დანაშაულის ჩამდენი, პირველწყარო. მისივე განმარტებით, მან საგამოძიებო უწყებას პირველწყაროს დასადგენად ერთთვიანი ვადა მისცა.თ,
 
„ერთი თვე აპრილის ბოლოს გადის. ვიცი, რომ ამ საქმის გამოძიებაში საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები, მათ შორის, არიან, ამერიკელებიც. მალე გავეცნობი საქმის მასალებს, ამის უფლება, როგორც მხარეს, მაქვს. შემდეგ ვაპირებ, შემაჯამებელ შეხვედრებს პასუხისმგებელ პირებთან, ვისაც გამოძიება მიჰყავს. ველოდები მთავარ კითხვაზე პასუხს – ვინ იყო ამ დანაშაულის ჩამდენი, პირველწყარო,როგორც პირველ შემთხვევაში, ასევე, მეორე შემთხვევაში.
 
ეს განცდა, რაც ადამიანებს აქვთ, რომ დაუცველები არიან, არის ძალიან სახიფათო, ეს არის წითელი ხაზი. ამ კითხვებზე პასუხს მივიღებ, ან ვერ მივიღებ, იმის მიხედვით მექნება პოზიცია. აუცილებლად, საგანგებო განცხადებას გავაკეთებ და სახელს დავარქმევ ყველაფერს. ეს სახელი როგორი იქნება, დამოკიდებული იქნება შედეგებზე, თუ როგორი იქნება შედეგები. ეს დრო საკმარისია იმისთვის, ერთი მთავარი პასუხი მაინც იყოს ამ კითხვაზე და რაღაც უმწიფარ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მთელი ეს ტვირთი არ გადავიდეს. რა თქმა უნდა, ყველას რაღაც თავის როლი აქვს, მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის, რომ ოჯახები გაუბედურდეს და ეს სიმძიმე აქეთკენ გადმოიტანონ", – განაცხადა ბესელიამ.პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“  

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...