მთავარისიახლეებისაზოგადოება„თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ პრეზენტაცია ზუგდიდში

„თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ პრეზენტაცია ზუგდიდში

Published on

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის წარმომადგენლობა საქართველოს“ მხარდაჭერით „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ პრეზენტაცია დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გამართა. შეხვედრის დამსწრეებს, რომელთა უმრავლესობა ჟურნალისტი იყო, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნეს. ორგანიზაცია პროექტ „თანამედროვე ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს 11 ქალაქში დასაქმებულ 30 ჟურნალისტს გადაამზადებს, რომლებსაც კვალიფიციური ტრენერების მიერ ტრენინგები ჩაუტარდება ინტერვიუს, ანონსის, პრეს-რელიზისა და ახალი ამბების მომზადების სპეციფიკაში, ლიბერალიზმის ფუნდამენტური პრინციპებისა და სამართლებრივი ტერმინოლოგიის შესწავლის მიმართულებით. ტრენინგების ერთ-ერთ კურსს ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ის კორესპონდენტი დავით ქაშიაშვილი ჩაატარებს. აღნიშნულ ტრენინგებს და გადამზადების კურსების ჩატარებას მიესალმებიან ჟურნალისტებიც. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ დატრენინგებულ პირებს დაევალებათ ათი დღის განმავლობაში 5 ახალი ამბისა და 2 სტატიის მომზადება, რის შედეგადაც თითოეულ რეგიონში სამი საუკეთესო სტატიისა და ახალი ამბის ავტორი შეირჩევა, რომლებიც პროექტის დასრულებამდე მოამზადებენ სხვადასხვა თემებზე საინტერესო სტატიებსა და ახალ ამბებს. მომზადებული თემები კი ანალიტიკურ საინფორმაციო სააგენტო მედიაკლუბ.გე -ზე განთავსდება.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...