მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია მერიის წინ - ტროტუარებზე ქვაფენილის დამგები მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ (VIDEO)

აქცია მერიის წინ – ტროტუარებზე ქვაფენილის დამგები მუშები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ (VIDEO)

Published on

ზუგდიდში, ტროტუარებზე ქვაფენილების დამგებმა მუშებმა დღეს მერიის წინ აქცია გამართეს. მათი თქმით, შესრულებული სამუშაოების შედეგად არც ერთ მათგანს ამ დრომდე კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღია. მათივე თქმით, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად ამ დრომდე ვერ იპოვეს პირი, რომელიც ვალდებული იყო მათთვის ხელფასი დაერიგებინა. აქციის მონაწილეებს ქალაქ ზუგდიდის მერიიდან უწყების ქალაქმშენებლობის სამსახურის წარმომადგენელი გამოეხმაურა. მან ადგილზე ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ტროტუარებზე ქვაფენილების დასაგებად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „გზამგებს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ჩაურიცხეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ცალკე ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორ „ამი 2014“ -თან გააფორმა, რომელიც ვალდებულია მუშებს კუთვნილი ხელფასები ჩაურიცხოს. მოგვიანებით, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანა წითლიძის ინიციატივით და საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით აქციის მონაწილე მუშები სხდომაზე მიიწვიეს და მათი მოთხოვნები მოისმინეს. ამასთან, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ ქალაქის მერია და ვიცე-მერი გია გულორდავა აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრად გააკრიტიკა. კერძოდ, დეპუტატის განცხადებით,ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვიცე-მერი გია გულორდავა ლობირებდა, დეპუტატის განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ მერიას კონტრაქტორ კომპანიასთან დავალიანება ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ გააკეთა. მან დეპუტატის მიერ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო. აქციის მონაწილე მუშების განცხადებით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ კუთვნილი ანაზღაურების მოსაპოვებლად. ამისათვის კი საგამოძიებო უწყებებსაც მიმართავენ, თუმცა პერმანენტულ საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...