მთავარისიახლეებისაზოგადოებაია კერზაიას შვილს გენერალურმა პროკურატურამ უარი უთხრა დედის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ...

ია კერზაიას შვილს გენერალურმა პროკურატურამ უარი უთხრა დედის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას გენერალურმა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარი უთხრა. ინფორმაცია ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შენგელია პროკურატურის გადაწყვეტილებას სამართლებრივ აბსურდს უწოდებს. 
"გენერალურმა პროკურატურამ უარი მითხრა იას საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე, არადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56.3-ე მუხლის თანახმად ,,იმ დანაშაულის საქმეში, რომელსაც დაზარალებულის სიკვდილი მოჰყვა, დაზარალებულის უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება მის რომელიმე ახლო ნათესავს („დაზარალებულის უფლებამონაცვლე“)''.
უარის მთავარ არგუმენტად მოყვანილი აქვთ გარემოება, რომ 13 მარტს (აქამდე რას აკეთებდნენ?) გარდაცვალების მიზეზის დასადგენად საქმის მასალები აქვთ სამხარაულში ექსპერტიზაზე გადაგზავნილი. გარდაცვალების მიზეზები ცნობილია და ორასგვერდიანი სამედიცინო ბარათიც წარმოგიდგინეთ, რომელიც გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში ავიღე საავადმყოფოდან.დაზარალებულის უფლებამონაცვლეობა ნიშნავს, რომ მე მექნებოდა საქმის გაცნობის უფლება და სხვა საპროცესო უფლებამოვალეობები, რაც როგორც ჩანს, არ აწყობთ.
ჩქარი ნაბიჯებით მიდიხართ სისტემური დანაშაულისკენ, ყოჩაღ!"- წერს ბაჩანა შენგელია

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...