მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობა ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობა ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს

Published on

ნეპოტიზმის ახალ ფაქტებზე საუბრობს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დღეს, დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს რამდენიმე მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპუტატის ოჯახის წევრების და ნათესავების დასაქმების შესახებ ფაქტები გააცნო. გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, ეს ადამიანები 2012 წლის არჩევნების შემდეგ ან საჯარო, ან კერძო სექტორში დასაქმდნენ. "ეს არ არის სრული სურათი ჩინოვნიკების ოჯახის წევრების იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძირითადად ის მაგალითები, რომელიც მოცემულია დეკლარაციაში. ანუ როდესაც მინისტრი, ან საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი, ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი ანუ დეკლარაციის გრაფაში წერს რომ მათი შემოსავალი იყო ნული. ამით დგინდება, რომ ისინი არ მუშაობდნენ და 2012 წლის შემდეგ იწყებენ სამსახურს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანმა ირმა ნადირაშვილმა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლის თაობის დამფუძნებლის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ოჯახის კეთილ დღეობაზე იზრუნეს. "ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ როგორც ჩანს მათ იზრუნეს არა ქართველ ხალხის კეთილ დღეობაზე, არამედ საკუთარი ოჯახის კეთილ დღეობაზე და კვლევის მიხედვით იკრკვევა. რომ პარლამენტარებმა. მინისტრებმა და მინისტრის მოადგილეებმა თავიანთი ოჯახის წევრები დაასაქმეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სამსახურებში“, – განაცხადა თორნიკე ბიკაშვილმა.

სიახლეები

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...