მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია

ხვალ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია

Published on

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.პრეზიდენტობის მსურველებმა მხარდამჭერებთან შეხვედრები გვიან ღამით დაასრულეს.ყველაზე რეიტინგული კანდიდატი – ვლადიმერ ზელენსკი, ქალაქ ბროვარიში იმყოფებოდა და ოპონენტები, ტრადიციულად, იუმორისტული შოუს მეშვეობით გააკრიტიკა.გუშინ უკრაინაში ბოლო ტელედებატებიც უნდა გამართულიყო, თუმცა ის ჩაიშალა. ქვეყნის მოქმედი ლიდერი პეტრე პოროშენკო და მისი მთავარი მეტოქე ვლადიმერ ზელენსკი ეთერში არ გამოჩენილან. პარტია ბატკივშჩნას ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, კი სტუდია რამდენიმე წუთში დატოვა.
წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...