„ქართული ცეკვა ქართული ნიჭისა და გენის ბრწყინვალე გამოვლინებაა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს ხალხთა ცეკვებიდან არცერთი არ ასახავს ისე ზუსტად ეროვნულ ხასიათს და ყოფას როგორც ქართული ცეკვა. ქართულ ცეკვაში ქართული სული ტრიალებს და საქართველოს ისტორია იკითხება, ამიტომაც უნდა ვესათუთოთ მას, მოვუაროთ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ“ – ამ სიტყვების ავტორს, ქორეოგრაფს და ანსამბლ ჩელას დამაარსებელს რეზო ბულიას ხვალ, მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში დაკრძალავენ. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ამაგდარი და ბრწყინვალების ორდენოსანი ჩელას უფროსი თაობის რეპეტიციის მიმდინარეობისას, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეზო ბულია ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 11 წლის ასაკში ეზიარა, ცეკვავდა ზუგდიდის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლში. 1952 წელს ჩაირიცხა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ამჟამად ერისიონში, მსახიობ-მოცეკვავედ. წლების განმავლობაში მიღებული აქვს ჯილდოები და მედლები, გადაღებულია ეპიზოდურ როლებში ქართულ მხატვრულ ფილმებში „ჭრიჭინა“, „ქალის ტვირთი“, „ეთერის სიმღერა“,“ჩრდილი გზაზე“, „მაია წყნეთელი“, ასევე აზერბაიჯანულ ფილმში „მე ვიცეკვებ“, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარულ ჩეჩენ მოცეკვავეს მახმუდ ესამბაევს.1968 წელს რეზო ბულია ქალაქ ზუგდიდის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების მთავარ ქორეოგრაფად დაინიშნა. იმავე წალს დაარსა ანსამბლი „ჩელა“, რომელიც არაერთხელ გახდა საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. ანსამბლზე გადაღებულია მრავალი სატელევიზიო სიუჟეტი, ფილმი-კონცერტი. 2013 წელს სამების საკათედრო ტაძარში ქორეოგრაფ რეზო ბულიას საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირმა ამაგდარი მოღვაწის ორდენი გადასცა, 2014 წლის 23 აპრილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბრწყინვალების ორდენი“ მიენიჭა. დამსახურებული ქორეოგრაფისთვის, მის მშობლიურ ქალაქ ზუგდიდში 23 აპრილს საიუბილეო საღამო იყო დაგეგმილი, ასევე იგეგმებოდა ვარსკვლავის გახსნა.
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...
საზოგადოება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...