მთავარისიახლეებისამართალისმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს

Published on

ნაფიცი მსაჯულების უმკაცრესი ვერდიქტი – ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში ერთხმად სცნეს დამნაშავედ.
 
12 მსაჯული სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდა. მათ სრული დრო გამოიყენეს. 19 წლის მწყემსს ბრალი წარდგენილი ჰქონდა განზრახ მკვლელობაში სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, გაუპატიურებისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობისთვის.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. საბოლოო განაჩენს უკვე მოსამართლე 27 მარტს გამოიტანს.
 
ბრალდების მხარე ფიქრობს, რომ მოსამართლემ კობაურს უვადო უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს. დაცვა კი არ იზიარებს მსაჯულების ვერდიქტს. გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს ოჯახიც.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...