მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი ფოჩხუა დღეს 30 წლის გახდებოდა

გიორგი ფოჩხუა დღეს 30 წლის გახდებოდა

Published on

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო-დრამატული თეატრის მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა დღეს 30 წლის გახდებოდა. მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან მის საფლავზე.
მომღერალი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა 2012 წლის 14 ივლისს ანაკლიაში მოკლეს. ცოტა ხანში სამართალდამცავებს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია ჩაბარდა, რომელმაც ჩადენილი დაბნაშაული აღიარა. დაკავებულს სასამართლომ თავისუფლება 13 წლით აღუკვეთა.
გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო-დრამატულ თეატრში რეჟისორი და მსახიობი იყო. მაყურებელს თეატრიდან ის განსაკუთრებულად სპექტაკლ "ყვარყვარე თუთაბერში" შესრულებული ტიტე ნატუტარის როლით დაამახსოვრდა. გიორგი ფოჩხუა ასევე მონაწილეობდა რეალ შოუ "ჯეობარში" და მუსიკალურ პროექტში "ვარსკვლავების აკადემია".

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...