მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო განსაცდელშია, ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას...

საქართველო განსაცდელშია, ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას – სააკაშვილი

Published on

 
„ჩვენთვის არაფერი არ გავაკეთეთ და სახლში არაფერი არ წავიღეთ და ეს არის არსი "ნაციონალური მოძრაობის“- ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს ყრილობაზე გააკეთა. ის პარტიის ყრილობაზე ჩაერთო და საზოგადოებას და თანაგუნდელებს მიმართა. მან ენმ-ს მიზნებზე ისაუბრა და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა.  
 
„ჩვენი ამოცანაა, რომ ვაკეთოთ ხალხთან ერთად და ვაკეთოთ ხალხისთვის. ივანიშვილი დაჰპირდა ხალხს 100 ქარხანას და ამის ნაცვლად შეუქმნა ყანდიაშვილი-რამიშვილის ტროლების ფაბრიკა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ პარტიამ მიაღწია ძალიან დიდ წარმატებას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
 
მისი თქმით, ქვეყანა იმართება ერთი სქემით: ხალხს ყრიან ქვეყნიდან, აღატაკებენ და ანადგურებენ ეროვნულ ორგანიზმს.
 
„საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ეს მოჯადოებულ წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირღვეს. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ, ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ თვეში,  უნდა გავაკეთოთ ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას სამ თვეში, უნდა გავაკეთოთ სამ თვეში.  ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნების შედეგები რომ არა, დღეს საქართველო გაცილებით წარმატებული იქნებოდა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ.
 
„საქართველოში მოვა ხელისუფლებაში დიდი პატრიოტული ფართო კოალიცია. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდები დანერგოს, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიები. ყველა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თითოეული აქტივისტისგან სმარტფონის მეშვეობით. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიის მართვაში და ქვეყნის მართვაში როდესაც ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ ოლიგარქს და გადაეცემა ხალხს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
 
სააკაშვილმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც შეაფასა. მიხელ სააკაშვილის თქმით, ყველა, ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს.
 
„ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის  რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

სიახლეები

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...