მთავარისიახლეებიპოლიტიკახმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი- ზვიად...

ხმამაღლა აღიარეთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი- ზვიად კვაჭანტირაძე მაია ცქიტიშვილს

Published on

ძალიან გთხოვთ, ერთმნიშვნელოვნად ხმამაღლა აღიაროთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის რუსეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად მიიჩნევენ, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს – რატომ გვერიდება ამაზე ხმამაღლა საუბარი?, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.
 
კვაჭანტირაძის აზრით, ამ თემაზე ხმამაღალი საუბარი საქართველოს დაიცავს. ამასთან, დეპუტატის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს საზღვარგარეთ და პროექტი არც ჰამბურგის და არც როტერდამის პორტების ინტერესებშია.
 
“თქვენი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა კითხვები, რაც აქამდე არ მქონდა. ჩემი კოლეგების კითხვებიდან გამომდინარე, ისეთი განწყობა მიჩნდება, თითქოს საქმე იქამდე მიგვყავს, რომ პროექტის განსახორციელებლად აუცილებლად უნდა მოხდეს ძირეული ცვლილებები – რასაც მე ვუყურებ, კონკრეტულად ანაკლიის კონსორციუმის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობები დგება ეჭვის ქვეშ. აღარ ვყვები წინა ისტორიაზე, რადგან “თიბისი“ ბანკის თემა დახურულია და “თიბისი“-სთან დაკავშირებით კითხვა არ გამაჩნია. რაც შეეხება ანაკლიას, ეს არის ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი და მაინტერესებს, როდესაც საუბრობთ, რომ ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ ძალიან ბევრი დათმობა გაკეთდა, ასევე გადაიდგა თუ არა ისეთი ნაბიჯები, რომელიც მთავრობისათვის იყო სასარგებლო. მაგალითად, განსახლების გეგმა. თუ გაკეთდა ისეთი რამ, რაც თქვენც – მთავრობას გაწყობდათ“, – მიმართა კითხვით ზვიად კვაჭანტირაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.
 
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...