მთავარისიახლეებისაზოგადოებამცირეწლოვან და-ძმას ქუთაისში მატარებელი დაეჯახა

მცირეწლოვან და-ძმას ქუთაისში მატარებელი დაეჯახა

Published on

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი გუშინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, რა დროსაც წყალტუბო-ქუთაისის მატარებელი დაეჯახა.ბავშვები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან მოთავსებული. ბავშვები კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ორივე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
 
„მცირეწლოვანი ბავშვები მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში. ერთ-ერთ აქვს თავის ტვინის ჰემატობა, ბავშვები მართვით სუნთქვაზე არ არიან. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკა სტაბილურია. უტარდებათ გამოკვლევები, რის შემდეგაც დაზუსტდება დაჭირდებათ, თუ არა ქირურგიული ჩარევა", -აცხადებენ კლინიკაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 275-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...