მთავარისიახლეებიპოლიტიკაყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა

Published on

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ თავად ნაზარბაევმა განაცხადა.
 
„გადაწყვეტილება მივიღე გადავდგე პრეზიდენტის თანამდებობიდან.
 
წელს 30 წელი სრულდება, რაც ჩვენი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე ვიმყოფები. ჩვენმა დიადმა ხალხმა პატივო მარგო, დამოუკიდებელი ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ვყოფილიყავი.
 
ჩვენი კანონებით მე მონიჭებული მაქვს პირველი პრეზიდენტის სტატუსი. ვრჩები უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც კანონით აღჭურვილია სერიოზული უფლებამოსილებით ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასევე ვრჩები პარტია „ნურ ოთანის“ ლიდერად და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად“, – განაცხადა ნაზარბაევმა.
 
საპრეზიდენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ყაზახეთის პარლამენტის სენატის სპიკერი ყასიმ-ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.
 
ნაზარბაევი პრეზიდენტის პოსტს 1990 წლიდან იკავებდა.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...