მთავარისიახლეებისაზოგადოებათემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა

თემქაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა

Published on

თბილისში, თემქის მესამე მ.რ.-ში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, დახურულ აივანზე ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ჩამოინგრა აივნის ნაწილი. დაშავებულია ერთი ადამიანი. 
 
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის აფეთქების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლი 1 ნაწილით დაიწყო.
 
უწყების ინფორმაციით, დაშავებული ბინაში მცხოვრები მამაკაცია.
 
ადგილზე სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...