მთავარისიახლეებისაზოგადოებაშპს "ავტოსადგურმა" მეტრო +-თან ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა

შპს “ავტოსადგურმა” მეტრო +-თან ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა

Published on

ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა დღეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამაფრთხილებებლი აქცია მეხუთედ გამართეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო+“-თან 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა,ამის შესახებ ჟურნალისტებს ავტოსადგურის ადვიკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა, რომელიც ამბობს, რომ ხელშეკრულება უკანონოდ იყო გაფორმებული, რადგან გადაწყვეტილება ამის შესახებ მხოლოს სადგურის დირექტორმა ირა ნადარაიამ მიიღო.ადვოკატის განცხადებით, შპსს მეწილეები 5 თებერვალს შეიკრიბებიან და დირექტორს გადაირჩევენ, ხოლო რაც შეეხება ჯარიმის ცალმხრივად გაწყვეტას, ამის გამო შესაძლებელია ავტოსადგურს ჯარიმა დაეკისროს-ამბობს გულუა.მძღოლების გამაფრთხილებელ აქციას დღეს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანიაც შეუერთდა, რომელიც მძღოლებს სამართლებრივი დავის პირობებში თანადგომას დაპირდა.მძღოლები პირობას იძლევიან რომ სამგზავრო სერვისი გაუმჯობესდება, რაც ადრე მგზავრების უკმაყოფილებას იწვევდა.რაც შეეხება კომპანია მეტრო პლიუსს, მისი წარმომადგენელი დავით დიდიშვილი ქალაქში არ იმყოფება, თუმცა მან ჟურნალისტებტან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ მას ინფორმაცია არა აქვს და შესაბამისად არც გადაწყვეტილება მიუღიათ.

შპს ავტოსადგურის მძღოლები ამბობენ,რომ მუშაობას ხვალიდან შეუდგებიან, თუმცა აცხადებენ,რომ ამით ბრძოლას არ წყვეტენ, შეგახსენებთ, რომ მძღოლები თურქული კომპანია „მეტრო+“-ის წინაარღმდეგ აქციებს რამდენიმე დღეა ინტენსიურად მართავენ, აქციის მონაწილეებმა ორშაბათს კომპანიის კუთვნილ ავტობუსებს წითელი საღებავი და კვერცხები დაუშინეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ დაუშვებენ თურქული კომპანიის ზუგდიდში შემოსვლას, რადგან მათ შიში აქვთ, რომ კონკურენციის პირობებში მუშაობას ვერ შეძლებენ და უმუშევრები დარჩებიან.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...