„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისში სანდრა ელისაბედ რულოვსის კანდიდატურაზე კომენტარს აკეთებენ. პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ბოტკოველმა „ოდიშინიუსს“ განუცხადა, რომ რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოოდ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუ ვის წარადგენს პარტია ზუგდიდში მერობის კანდიდატად. „ჯერ არ არის გადაწყვეტილი, გუშინ შევიკრიბეთ პოლიტსაბჭოზე და განვიხილეთ რამდენიმე კანდიდატურა. შეხვედრას ესწრებოდა სანდრა რულოვსიც, ამიტომ ჟურნალისტებს გაუჩნდათ ეჭვი. პარტია საბოლოოდ შეჯერდება და რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება. პარტიაში აცხადებენ, რომ მერობის კანდიდატებს შორის განსახილველ სიაში ნიკანორ მელია და მურთაზ ზოდელავაც არიან. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან პირველი ტურის მერე არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ფაქტიურად არჩევნები მოიგო, თუმცა „მოპარეს“. ჯერჯერობით მერობის კანდიდატი არც „ქართულ ოცნებას“ ყავს შერჩეული. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსჯელობა რამდენიმე კანდიდატზე მიდის.
სიახლეები
სიახლეები
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით...
სიახლეები
დედას, რომელმაც ბათუმის სამშობიაროში ახალშობილი მოკლა, 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლომ დედა დამნაშვედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა....
სიახლეები
ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...
სამართალი
მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს
მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...