მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომპანიას, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს ენმ კორუფციაში ადანაშაულებს

კომპანიას, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს ენმ კორუფციაში ადანაშაულებს

Published on

"ნაციონალური მოძრაობა" იმ კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, რომელიც ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებაში მონაწილეობს. პარტიაში ვარაუდობენ რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებას. 
 
ენმ-ს ინფორმაციით, ქობულეთში ნაპირ სამაგრი სამუშაოებისთვის ერთი მილიონ ლარი დაიხარჯა. ტენდერის გზით თანხა კომპანია “შარა-გზა-მშენ პირველმა” მიიღო, სამუშაოები კი საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატის კომპანიას შპს “ჯორჯ ტრანსს” დაუკვეთა. ეს გარემოებები კი ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ქობულეთის ბიუჯეტით ივანიშვილის ვალებს ისტუმრებენ.
 
„ამ კომპანიის უკან აღმოჩნდა კომპანია ჯორჯ ტრანსი,  რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილის  ხეების გადამზიდ ადამიანებს და კომპანიას, რომლებმაც ციხისძირიდან ივანიშვილს რამდენიმე ხე აჩუქეს და თქვენ გახსოვთ ალბათ ის მოვლენები რომლებიც განვითარდა ციხისძირში საკრებულოს წევრების ცემის ფაქტები. სწორედ ეს დაუფასა ბიძინა ივანიშვილმა, აჭარის მთავრობამ, რიჟვაძის მთავრობამ და შესაბამისად ქობულეთის მერიამ შავიშვილებს. ეს გახლავთ ტენგიზ შავიშვილი და მისი ძმა და 1  074 999 ლარად მოგებული ტენდერის უკან აღმოჩნდა შავიშვილების კომპანია,“-განაცხადა”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რევაზ ხარაზმა.

სიახლეები

კობახიძე ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა მთავრობასთან იყო შეთანხმებული

ირაკლი კობახიძე ისევ ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი მთავრობასთან შეთანხმებით გავიდა. ამის შესახებ მან...

დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი – ვოლსკი ღარიბაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "უბადრუკ წერილს" უწოდებს  - "ოცნების" წევრი ამბობს, რომ...

წლების მანძილზე კობახიძე ცილს მწამებდა – ირმა ინაშვილი

“ვინაიდან ბევრი ადამიანი მწერს, ფრაგმენტულად ვპასუხობ შეკითხვებს. კიდევ ერთხელ ვამბობ: არანაირი კამპანია არც სოციალურ...

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე – კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე

“მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთ რამ, რომ არის...