მთავარისიახლეებიკულტურა"ბრმადყოფილზე და..." - გურამ დოჩანაშვილი ზუგდიდში (VIDEO)

“ბრმადყოფილზე და…” – გურამ დოჩანაშვილი ზუგდიდში (VIDEO)

Published on

ქალაქ ზუგდიდში, არტ გალერეაში არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" ორგანიზებით ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ახალი ნაწარმოების – "ბრმადყოფილზე და…" პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალურად ამ დღისთვის ზუგდიდს თავად კლასიკოსი მწერალი ეწვია და დამსწრეებს თავად წარუდგინა მისი ბოლო ნამუშევარი. წიგნი სამი ნაწილისგან შედგება და ჯერ მხოლოდ მისი პირველი ნაწილია გამოცემული. გურამ დოჩანაშვილის ახალ თხზულებას საფუძვლად სახარებისეული თემა უდევს ბრმადყოფილის შესახებ. "სამოსელი პირველის" შემდეგ ეს მწერლის, სახარებისეულ თემაზე აგებული მორიგი ნაწარმოებია. პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას თავად მწერალმა მიმართა. გურამ დოჩანაშვილმა ნაწარმოების შექმნის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პატრიარქი იყო ის ადამიანი, რომელმაც მას ძალა მისცა დაეწერა ახალი ნაწარმოები.
ღონისძიების ფარგლებში მსურველებისთვის გურამ დოჩანაშვილის ახალი თხზულების "ბმრადყოფილზე და…" გაყიდვა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ უნივერსალის" დამფუძნებლის ხატია ჯანაშიას განცხადებით, წიგნები ზუგდიდის არტ გალერეაში დარჩები და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს 15 ლარად შეეძლება.

სიახლეები

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები...