მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

თბილისში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

Published on

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში დაიღუპა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა. მუშები ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის 12 ნომერში მდებარე მშენებარე კორპუსის მაღალ სართულზე გარე ფასადის ღებვით სამუშაოებს აწარმოებდნენ. სამივე მათგანი ხარაჩოზე იმყოფებოდა. გაწყდა ტროსი, რომელზეც ხარაჩო იყო დამაგრებული. ადგილზე 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო 53 წლის მამაკაცი კლინიკა ამტელში დაიღუპა. სამშენებლო სამუშაოებს ემ-ჯი ალიანსი ასრულებს. რამდენად იყო დაცული მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები, კომპანიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...