მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი...

ხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.

Published on

 
სამოქალაქო აქტივისტებმა  ხურვალეთში შეაღწიეს და ადგილზე გაარკვიეს რა ხდებოდა გუშინ სოფელსა და უშუალოდ მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა ხურვალეთში, ადგილობრივების ბაღებში აღმოჩენილი კვალი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში ახალი მავთულხლართების დასამონტაჟებლად ემზადებოდნენ.  – ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს, რომლებმაც სოფეოლი დაათვალიერეს.
 
ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აღნიშნავენ, რომ გაკაფულია ბაღები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია ახალი მავთულხლართებისთვის მოასუფთავეს.
 
 
„იმ ბაღებში, რომელზეც არის საუბარი, იყო ჩვეულებრივი ჯაგნარი, რომელზეც ჩვენ ვაპირებდით 15 რიცხვში გასუფთავებას, გამომდინარე იქიდან, რომ გვთხოვეს, არ დაძაბულიყო სიტუაცია ოკუპანტებთან, ჩვენ ეს ღონისძიება გადავდეთ. დღეს რომ შევედით, ის ბაღი იყო გასუფთავებული, სადაც ვვარაუდობდით და იყო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები იყვნენ შემოსულები,“ – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა.
 
ამ დროისთვის ხურვალეთში შესვლა ისევ შეზღუდულია. აქტივისტები სოფელ ატოცისკენ მიემართებიან რატა გააგრძელონ პატრულირება  სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
„ჩვენ აქედან მივდივართ, მაგრამ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში პატრულირებდეს ბაღებში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, რასაც 21 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ საოკუპაციო ხაზთან", – განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა
დავით ქაცარავამ. მან  ხელისუფლებას ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წამოაყენა ახალი მოთხოვნა, კერძოდ,   მოძრაობის წევრები ითხოვენ, სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში პატრულირება მოახდინონ.
 
 
 

სიახლეები

ნაურუმ ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნაურუმ ოკუპირებულ, თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები...

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...