მთავარისიახლეებისაზოგადოებამეტრო+-ის ავტობუსს გაფიცულმა მძღოლებმა წითელი საღებავი და კვერცხები ესროლეს (VIDEO)

მეტრო+-ის ავტობუსს გაფიცულმა მძღოლებმა წითელი საღებავი და კვერცხები ესროლეს (VIDEO)

Published on

ხმაური იყო ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ. სიტუაციის დაძაბვა  სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ კომპანიის კუთვნილი ავტობუსის შემოსვლას მოჰყვა. რომელმაც  პირველი რეისი უკვე შეასრულა დედაქალაქის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცავების დახმარებით „მეტრო პლიუსის“ კუთვნილი ავტობუსი მოწინააღმდეგე მძღოლების პროტესტის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოყვა, საპროტესტო აქციაზე, რომელსაც მიკროავტობუსების და ავტობუსების მძღლოები მართავენ, რამდენიმე პირი დააკევეს.  აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს „მეტრო +“-ის ავტობუსებს, რომელიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე დგას. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმნა მათ ამის ნება არ მისცეს.მძღოლების განცხადებით, აპროტესტებენ ახალი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას ზუგდიდში. მათი განცხადებით, მეტრო პლიუსი თურქული კომპანიაა და მათი თქმით, ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან აღნიშნული კომპანიის შემოსვლით. მძღოლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით გაფიცვას გააგრძელებენ. რაც შეეხება მეტრო პლიუსს, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ავტოსადგურთან გაფორმებულია და ისინი კანონის სრული დაცვით მუშაობენ. დავით დიდიშვილის განცხადებით, მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი მათ მიერ გაგმზავრების მსურველთათვის შეთავაზებული კომფორტი და უსაფრთხოებაა.სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ წინააღმდეგ დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები აქციას უკვე მერამდენედ მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს მანამ მიმართავენ,სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...