მთავარისიახლეებისაზოგადოება„მეტრო პლიუსის“ ავტობუსმა პირველი რეისი აქციის ფონზე შეასრულა

„მეტრო პლიუსის“ ავტობუსმა პირველი რეისი აქციის ფონზე შეასრულა

Published on

ხმაური იყო დღესაც ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ. სიტუაცია სატრანსპორტო კომპანია „მეტრო პლიუსის“ წარმომადგენლებისა და კომპანიის კუთვნილი ავტობუსის გამოჩენას მოჰყვა, რომელმაც დღეს პირველი რეისი შეასრულა დედაქალაქის მიმართულებით. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების დახმარებით „მეტრო პლიუსის“ კუთვნილი ავტობუსი მოწინააღმდეგე მძღოლების პროტესტის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მაინც გავიდა. სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე მძღოლების აქციაზე ქალაქ ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც გამოჩნდა. რა მიზეზით იმყოფებოდა ნუკრი ესართია აღნიშნულ ტერიტორიაზე ამაზე მას ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, მან ავტოსადგურის ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები კვლავ აპროტესტებენ ახალი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას ზუგდიდში. მათი განცხადებით, მეტრო პლიუსი თურქული კომპანიაა და მათი თქმით, ისინი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან აღნიშნული კომპანიის შემოსვლით. მძღოლები აცხადებენ, რომ აღნიშნული მოთხოვნით გაფიცვას გააგრძელებენ.რაც შეეხება მეტრო პლიუსს, კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ხელშეკრულება ავტოსადგურთან გაფორმებულია და ისინი კანონის სრული დაცვით მუშაობენ. დავით დიდიშვილის განცხადებით, მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი მათ მიერ გაგმზავრების მსურველთათვის შეთავაზებული კომფორტი და უსაფრთხოებაა.მეტრო პლიუსში აცხადებენ, რომ ზუგდიდიდან დედაქალაქის მიმართულებით, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიიდან ყოველდღიურად 3-4 ავტობუსი  ივლის. გაგრძელდება თუ არა მოწინააღმდეგე მძღოლების აქციები სატრანსპორტო კომპანიის წინააღმდეგ, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...