მთავარისიახლეებისაზოგადოებასტამბულის სიახლოვეს სამი მოკლულის ცხედარი იპოვეს, სავარაუდოდ სამივე ქართველია

სტამბულის სიახლოვეს სამი მოკლულის ცხედარი იპოვეს, სავარაუდოდ სამივე ქართველია

Published on

თურქული პრესაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია  სტამბოლის მახლობლად მდებარე ქალაქში  სამი ქართველის მკვლელობის შესახებ.

როგორც იუწყებიან, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ორი დისა და მათი შვილიშვილის ყელგამოჭრილი ცხედრები.

გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ გარდაცვლილთა სახლში ერთ-ერთი ქალის ყოფილი ქმარი მივიდა და  ცხედრები წორედ მან აღმოაჩინა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთია (ქალი) საქართველოს მოქალაქე,  –   მეორეს საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა და გარდაცვალების მომენტისთვის  უკვე აქვს თურქეთის მოქალაქეობა ჰქონდა. 18– 20 წლამდე  წლის ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა და ეროვნება ჯერჯერობით  დადგენილი არ არის.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს საელჩო თურქეთში მუდმივ კოორდინაციაში იმყოფება თურქ სამართალდამცველებთან. მიმდინარეობს გამოძიება.

თურქეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება,  მათ შორის გარდაცვლილთა ასაკთან  დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი თურქეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის  მცირეწლოვანი არ არის. სხვა დეტალები კი დგინდება.   

სიახლეები

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 7 პირიდან ერთი პოლიციელს მანქანით განგებ დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით...

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...