მთავარისიახლეებიპოლიტიკაანგარიშის გზავნილი ის არის, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანას არანაირი ევროატლანტიკური...

ანგარიშის გზავნილი ის არის, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანას არანაირი ევროატლანტიკური მომავალი არ ექნება – სალომე სამადაშვილი

Published on

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას ვერ მიაღწევს“, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
 
მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ადამიანის უფლებების თაობაზე საქართველოში. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ამ ანგარიშის გზავნილი ის არის, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანას არანაირი ევროატლანტიკური მომავალი არ ექნება.
 
„მსურს, გამოვეხმაურო გუშინ გამოქვეყნებულ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ადამიანის უფლებების თაობაზე საქართველოში და ავხსნა, რას ნიშნავს ის ჩვენი ქვეყნისთვის.
 
ამ ანგარიშის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან ძალადობის, ზეწოლისა და ტერორის ქვეშ ჩატარდა სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტური;
 
სახელმწიფოში, სადაც სუს-ი ერევა ჩვენს პირად სივრცეში, ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას, როგორც მას ესაჭიროება და არანაირი სამოქალაქო ზედამხედვლელობა სუს-სა და უშშიშროების სამსახურებზე არ არსებობს;
 
სახელმწიფოში, სადაც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიან და აუცილებლად მინდა ვახსენო დავით კირკიტაძის საქმე, რომელიც არის ასევე მოხსენიებული;
 
სახელმწიფოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაკვეთითა და ზედამხედველობის ქვეშ ხორციელდება ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე;
 
და რაც მთავარია, სახელმწიფოში, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და შესაბამისად, არანაირი უფლებისა და თავისუფლების შესაძლებლობა.
 
ეს ანგარიში ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან ნატო და ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებები, ჩვენ კი გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატია ფაქტობრივად, არ არსებობს. საქართველო დარჩება ღარიბ და განუვითარებელ სახელმწიფოდ, რადგან არც ერთი ინვესტორი, რომელიც ამ ანგარიშს წაიკითხავს, არ ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც არ არის დამოუკიდებელი სასამართლო. ამ ანგარიშის გზავნილი ჩვენთვის, ყველა მოქალაქისთვის ძალიან ნათელია: თუ არ შეიცვალა ხელისუფლება, პოლიტიკური სისტემა, რეალურად ჩვენს ქვეყანას არ აქვს არც დაცული, არც უსაფრთხო და შეიძლება ითქვას, არანაირი ევროატლანტიკური მომავალი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ანგარიშმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში არჩევნების გზით და საქართველოში დაიწყოს სწრაფი რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...