მთავარისიახლეებისაზოგადოებამოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აიკრძალება

მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ების გაგზავნა აიკრძალება

Published on

 
მოქალაქეებისთვის თანხმობის გარეშე სარეკლამო სმს-ების გაგზავნა, შესაძლოა აიკრძალოს. ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„პირდაპირი მარკეტინგის თემას ერთ-ერთი ქვეთავი ეთმობა ანგარიშში და მათ შორის იგულისხმება კომერციული ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისთვის სმს შეტყობინებების გაგზავნის საკითხიც. დღეს არსებული რედაქციით არ არის აკრძალული პირდაპირი მარკეტინგი, თუმცა მთელი რიგი ვალდებულებები აქვთ ორგანიზაციებს, მათ შორის შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმიც, რომელიც პრაქტიკაში დაინერგა.
 
 
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გამოვლენილი ტენდენციით ძირითად შემთხვევაში ორგანიზაციები ითვალისწინებენ მოთხოვნებს, თუმცა დარღვევები გვხვდებოდა, მაგალითად, შეტყობინებაზე უარის თქმის მექანიზმის გაუმართავად ფუნქციონირებაში და ა.შ.
 
ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხების დარეგულირება აუცილებელია. ვგეგმავთ, პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ მოქალაქეთა თანხმობით მოხდება სმს-ების დაგზავნა და მიღება. ამ წინადადების შეთავაზება პარლამენტისთვის მიმდინარე წელს არის დაგეგმილი,“-აღნიშნა ჩახუნაშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...