მთავარისიახლეებიეკონომიკააზიური ფაროსანას დამარცხებას კიდევ ორი-სამი წელი დასჭირდება - აცხადებს მინისტრი ლევან...

აზიური ფაროსანას დამარცხებას კიდევ ორი-სამი წელი დასჭირდება – აცხადებს მინისტრი ლევან დავითაშვილი

Published on

ექსპერტების შეფასებით, დაახლოებით ორ-სამ წელში ჩვენ დავამარცხებთ აზიურ ფაროსანას, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა .აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.
 
კონფერენცია   ტარდება სეს-ის ორგანიზებით და მის ფარგლებში მსოფლიოს 26 ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერები საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილებას განიხილავენ.
 
„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა აზიური ფაროსანა. ამაზე წლებია ვმუშაობთ. ქვეყანაში დაგროვდა ფაქტობრივად, უნიკალური გამოცდილება, რომელიც აინტერესებს მთელ მსოფლიოს. ამასთან, ჩვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოცდილება მივიღოთ წამყვანი მეცნიერებისგან. ამისთვის საჭიროა მეცნიერთა ურთიერთკავშირი და შეხვედრები. საბოლოოდ იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოში, ისე გლობალურად აზიური ფაროსანას პრობლემის დაძლევა,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

სიახლეები

ტუსკი- რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა. "ეს...

პოლონეთი აცხადებს,რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ...

შსს: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...