მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს თქმით, წულუკიანის გადადგომა შესაძლოა ღარიბაშვილის დაბრუნებასთან იყოს დაკავშირებული

“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს თქმით, წულუკიანის გადადგომა შესაძლოა ღარიბაშვილის დაბრუნებასთან იყოს დაკავშირებული

Published on

“მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები, როგორც ამბობენ, ისედაც დაგეგმილი იყო, მაგრამ თიბისი ბანკის გარშემო აგორებულმა სკანდალმა რაღაცები შეცვალა და “ოცნება” იძულებულია პროცესები დააჩქაროს. 8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია “ოცნებაში” დაუდასტურეს რამდენიმე მედიასაშუალებას, თუმცა საჯაროდ იუსტიციის მინისტრის გადადგომას არავინ არ ადასტურებს”, – წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით გადადგა თუ არა თეა წულუკიანი 
 
“არის ვარაუდი, რომ ეს ამბავი მომავალ კვირას, სამუშაო დღეებში გახმაურდება. ოპოზიცია და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები უკვე ზეიმობენ წულუკიანის წასვლას. მის გადადგომას დიდი ხანია ითხოვენ ოპონენტები, მაგრამ ივანიშვილი მას აქამდე ვერ შეელია. ხმები მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ადრეც გავრცელდა. იმ პერიოდისთვის “ოცნება” ჯერ კიდევ მყარად იდგა ფეხზე და არც ეკა ბესელიას ეჩვენებოდა მურუსუძე პირსისხლიან ჯალათად. მაშინ “ოცნების” კულუარებში ითქვა, რომ წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნებოდა. მის ადგილს კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაიკავებდა, თუმცა წულუკიანს ივანიშვილი ვერ ელეოდა…
 
“ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს თქმით, იუსტიციის მინისტრის გადადგომა შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებასთან იყოს დაკავშირებული. როგორც წყარო ამბობს, იუსტიციის მინისტრს და ღარიბაშვილს დიდი უთანხმოება აქვთ. ყველას ახსოვს დრო, როცა ბევრს საუბრობდნენ პრემიერ ღარიბაშვილის ნათესავებზე. პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ ღარიბაშვილის “კეთილისმსურველებმა” პრემიერის ნათესავებზე მასალები ივანიშვილს დასტა-დასტა აუტანეს. ჩვენი წყარო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი, ვინც ივანიშვილს კომპრომატებით სავსე საქაღალდეები აუტანა, თეა წულუკიანი იყო. აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ღარიბაშვილს მასზე მზე და მთვარე არ ამოსდის. “ოცნების “ კულუარებში ამბობენ, რომ თეა წულუკიანის გადადგომა ყოფილმა პრემიერმა მოითხოვა”, – აღნიშნავს გამოცემა.
 
 

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...