მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პირველი რადიოს" ექსკლუზივი - წულუკიანი მინისტრის პოსტს ტოვებს

“პირველი რადიოს” ექსკლუზივი – წულუკიანი მინისტრის პოსტს ტოვებს

Published on

"პირველი რადიოს" ექსკლუზიური ინფორმაციით უახლოეს დღებში იუსტიციის მინისტრის პოსტს თეა წულუკიანი დატოვებს. წყაროს ინფორმაციით წულუკიანი გადადგომის შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. მიდის თუ უშვებენ მთავრობიდან 7 წლიანი მინისტრობის შემდეგ წულუკიანს უცნობია, თუმცა წყაროს მტკიცებით წულუკიანის თანამდებობიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა მიზეზის დაკონკრეტებისგან წყარო თავს იკავებს. "პირველი რადიოს" ექსკლუზიური ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ კეთდება.
 
 
."პირველი რადიოს" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ოთარ კახიძე ეხმაურება. მისი თქმით, წულუკიანი არის მთავრობის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი, რომლის მინისტრობასაც უამრავი წარუმატებლობა უკავშირდება:
 
"თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი მთავრობის, რომლის მინისტრობასაც უკავშირდება უამრავი წარუმატებლობა ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი ქვეყნის. დაიტოვებს ივანიშვილი მას ბოლომდე, მანამდე შეელევა თუ ჩაანაცვლებს, ეს ვერ შეცვლის ვითარებას, ვერ გამოასწორებს," – განაცხადა ოთარ კახიძემ
 
წულუკიანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთვარობის იუსტიციის მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. ის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრია – ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის გარდა მან იმუშავა ივანიშვილის, ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის მთავრობებში

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...