მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში არალეგალად წასვლისა და უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი...

საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში არალეგალად წასვლისა და უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.

Published on

 
საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში  არალეგალად წასვლისაა და უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დასჯადი ხდება.
 
მას, ვინც წინასწარ იცის,  რომ პირი არალეგალურად გეგმავს ცხოვრებას და მას მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დახმარებას უწევს, თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 
 
უკანონო მიგრანტების ხელშეწყობისთვის სასჯელი უფრო მძიმეა თუ დანაშაულს ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს. ამ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე იქნება
 
თუ დანაშაულს ტურისტული ან სხვა კომპანია ჩაიდენს, მას საქმიანობის უფლება ჩამოერთმევა და დაჯარიმდება.
 
ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის 12 დეპუტატია. პარლამენტში ფიქრობენ, რომ რეგულაციების გამკაცრებით უკანონო მიგრაცია შემცირდება.
 
ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება. უცხოეთში გაშვებული მგზავრის არალეგალად დარჩენაზე ტურისტულ კომპანიას პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეთხოვება, თუ გამოძიება დაადგენს, რომ კომპანიამ მისი განზრახვა წინასწარ იცოდა.
 
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყნიდან მილიონ ნახევრამდე ადამიანი გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ქართველი მიგრანტების რაოდენობა ევროპაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც საქართველოს ხელისუფლებამ გაფრთხილება მიიღო. გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებამ ევროპელი კოლეგებისგან რამდენიმე შენიშვნა მიიღო. მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებიდან, სადაც ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება
 
. "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება უკანონო მიგრაციას ებრძვის.
 სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები ბიუროს წარედგინა, ამის შემდეგ საკითხის განხილვა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე მოხდება.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...