მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ამ ხელისუფლებას ის მოუღებს ბოლოს ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელის, ეს ბიზნესია"...

“ამ ხელისუფლებას ის მოუღებს ბოლოს ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელის, ეს ბიზნესია” – ოპოზიცია “ფრესკოს” დამფუძნებლის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება

Published on

„ამ ხელისუფლებას ის მოუღებს ბოლოს ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელიან, ეს არის ბიზნესი“- ასე ეხმაურება ოპოზიცია, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის სკანდალურ განცხადებას, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით. 
 
ენმ-ს წევრი რომან გოცირიძის თქმით, ბიზნესი არის შეურაცხყოფილი იმ ქმედებებით რასაც ხელისუფება მის წინააღმდეგ ახორციელებს. მისივე განცხადებით, დღეს როგორც ბიზნესმენები ასევე რიგითი მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან დაცულები არ არიან.
 
„დღეს არის ბიზნესი შეურაცხყოფილი. შეეხნენ ორ მთავარ  მათ საფუძველს ეს არის შემოსავლები და ეს არის ღირსება. უპრეცედენტო რამ მოხდა საქართველოს ისტორიაში ბოლო ორ არჩევნებში. თვითმმართველობის არჩევნებში და საპრეზიდენტო არჩევნებში, იურიდიულმა პირებმა ლეგალურად არც ერთ ოპოზიციას, არც ერთი თეთრი არ გადაურიცხა. „ფრესკოს" დირექტორი არის გმირი. მაგრამ მან რაც თქვა ეს არის უაღრესად საგანგაშო რამ. როგორ, ველური დასავლეთის კანონებით ვიმოქმედოთო, რომ ყველა ბიზნესმა მაუზერი დაიჭიროს, შაშხანა და საკუთარი ბიზნესი დაიცვასო?! როგორ ვებრძოლო სახელმწიფოს როდესაც სახელმწიფომ უნდა დამიცვას მე კრიმინალებისა თუ უსამართლობისგან,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით "ფრესკოს" დამფუძნებლის განცხადებას, "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც ეხმაურებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ზეწოლამ რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე მიმდინარეობს უკვე იქონია გავლენა ეკონომიკაზე. მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში მყოფი ბიზნესმენები ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო წნეხს განიცდიან, ზედმეტია ინვესტიციების შემოდინებაზე საუბარი.
 
„ბიზნესმენები განცხადება არის ბრძოლა გადარჩენისთვის. და მათთვის ეს მტრული გარემო შექმნა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად მიტაცებამ. ჩვენ ვუყურებთ პოლიტიზირებულ სამართალდამცავ სისტემას და პროკურატურას. სრულ მორჩილებაში მყოფ სასამართლოს. მარიონეტად ქცეულ ეროვნულ ბანკს. და შედეგიც სახეზეა. სავალუტო ფონდმა წლის დასაწყისშივე შეამცირა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის. ასეთ გარემოში საქართველოში მყოფი ბიზნესმენებისთვისაც კი თავის გადარჩენა და ბიზნესის წარმოება ხდება შეუძლებელი, სრულიად ზედმეტია საუბარი ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე,“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.  
 
კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ , მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ დევნაზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისაუბრა. მორიგი ვრცელი განცხადება კი სოფრომაძემ გუშინ გააკეთა. მან ხელისუფლება ვიდეო მიმართვაში, ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა. 

სიახლეები

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...