მთავარისიახლეებიპოლიტიკაკომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ფრესკოს” დამფუძნებელი ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს და განცხადებას ავრცელებს

Published on

"სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, მისი ქონება დაყადაღებულია და „ფრესკოს“ მილიონ ლარამდე ჯარიმა აქვს დაკისრებული.
 
"უკვე ორი-სამი წელიწადია, კომპანიის მიმართ ხდება გარკვეული ქმედებები, თუმცა, სანამ მთლიანად სამართლებრივი სივრციდან არ გავიდნენ, ხმა არ ამოგვიღია. მე მივიღე წინადადება კომპანიის გაყიდვის შესახებ. ყოველთვის ვამბობ, რომ კომპანია "ფრესკო" არ იყიდება", – ამბობს სოფრომაძე.
 
"არ მაინტერესებს, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მე არც იმ მთავრობასთან ვმეგობრობდი და არც თქვენთან ვმეგობრობ და ვინც არ უნდა მოვიდეს, არავისთან ვაპირებ მეგობრობას, იმიტომ, რომ ჩემი წარმატების საფუძველი, ზუსტად ის არის, რომ მე არ ვმეგობრობ მთავრობასთან და ვიხდი გადასახადებს, გრცხვენოდეთ“, – განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.
 
მისი თქმით, მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი პირადი ქონება დაყადაღებულია პირადი ავტომობილის განბაჟების გადასახადის, 3000 ლარის გადაუხდელობისთვის, რომელიც ვასილ სოფრომაძის თქმით, 2011 წელს გადაიხადა. ბიზნესმენის თქმით, ეს არის ზეწოლა, რადგან არ დათანხმდა ბიზნესის გაყიდვას.  

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...