მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაფლანგული 58 მილიონი და დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოები - სარფის მოსახლეობა ნაპირსამაგრი კედლების...

გაფლანგული 58 მილიონი და დაუსრულებელი სამშენებლო სამუშაოები – სარფის მოსახლეობა ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას ითხოვს

Published on

სარფში მცხოვრები მოსახლეობა ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს. შავი ზღვის სანაპიროზე ნაპირ სამაგრი კედლის ნაცვლად ამ დრომდე მხოლოდ ნახევარ კილომეტრიანი ზოლი გაკეთდა და ამით 58 მილიონიანი პროექტი დასრულდა. მშენებლობა 2013 წელს დაიწყო თუმცა ბოლო ერთი წელია სამუშაოები გაჩერებულია. სად წავიდა სახელმწიფოს კუთვნილი კოლოსალური თანხა არავინ იცის.
 
სარფის ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ- მინისტრობისას დაიწყო. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ 58 მილიონიდან კედლისთვის მცირე თანხა დაიხარჯა, დანარჩენი კი მაშინდელმა მთავრობამ გაფლანგა. სამუშაოების შესახებ რომელსაც შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ასრულებდა.
 
როგორ და რა სამუშაოზე დაიხარჯა ნაპირსამაგრი კედლისთვის გამოყოფილი 58 მილიონი ლარი ან რატომ არ დამთავრდა დადგენილ ვადებში ანუ 2016 წელს, დღეს ინფრასტრუქტურის სამინსიტროს არ განუმარტავს. მცირე კომენტარით შემოიფარგლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადო, რომ სამუშაოები აუცილებლად დასრულდება.
 
აჭარაში ადგილობრივი ოპოზიცია ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავს.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...