მთავარისიახლეებისამართალიყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ორ ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
 
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა, კახეთის რეგიონში 200 ლარის ნომინალის ყალბი კუპიურა გაასაღა. ხოლო მეორე შემთხვევაში ბრალდებულებმა, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში ყალბი 100 და 200-ლარიანი კუპიურები გაასაღეს.
 
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული პირებისგან ამოღებულია ჯამში 4 150 ლარის ოდენობის სხვადასხვა ნომინალის ყალბი კუპიურა.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...