მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL"-ის ორგანიზებით 2 თებერვალს ზუგდიდში გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ART-UNIVERSAL”-ის ორგანიზებით 2 თებერვალს ზუგდიდში გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL"-ის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში კვლავ ჩამობრძანდება უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი. 2 თებერვალს 15:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართება მწერლის ახალი რომანის "ბრმადყოფილი" პრეზენტაცია. ზუგდიდის საზოგადოებას წიგნს თავად ავტორი წარუდგენს. ასევე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა. ფასი: 15 ლარი.

შეგახსენებთ, რომ  არტ-უნივერსალის ორგანიზებით მწერალი ადრეც მოიწვია ზუგდიდში, 26 მარტს სამეგრელოში უდიდესი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის საღამო აღინიშნა, საღამო შედგა საინიციატივო ჯგუფის "ვიზრუნოთ პატარებზე", კულტურის ცენტრ "ოდიშისა" და შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით.

ART-UNIVERSAL-ი და მისი ხელმძღვანელი ხატია ჯანაშია ზუგდიდში არაერთი  შემოქმედებით საღამოსა  და კულტურული  ღონისძიებების ორგანიზატორია, ჯგუფი ასეთ საღამოებს თანაქალაქელებს მომავალშიც პირდება. 

სიახლეები

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...